ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროსტატის ბოლო ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, რუსეთში ექსპორტით ბალტიის სამივე ქვეყანა – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობს და მათი ექსპორტის წილი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.
„ესეც ასე! თავად მათივე კვლევებით, რუსეთთან ვაჭრობით დაწინაურდნენ და ყველას გადაუსწრეს ბალტიის ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი – უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ!
ამ დროს, კვლავ უშველებელი ვაი-ვიშია ატეხილი საქართველოს დაუძინებელი მეგობრების მიერ, მათ მიერ შერაცხილი ე.წ. “რუსული კანონის” გამო!
ამ დროს, კვლავ ჭკუას გვარიგებენ და გვემუქრებიან პუტინთან გაცხოველებით მოვაჭრე, არამკითხე ბალტიელები!
ამავე დროს, “დემოკრატიაზე დაუღალავად მოფიქრალი მსოფლიო მამები” საქართველოს რევოლუციურ ფლანგზე მრისხანედ შემოჭრილ 30 მილიონ ევროს გულსრულად აწვდიან თანამედროვე ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილებს, როგორებიც არიან:
ლომჯარიები, გიგაურები, ჭიჭიკო ვაშაძეები, პატიკო მანჯგალაძეები, გირჩ ზურაბები…
ამ დროს კი, ნატო-ს სამიტზე უკრაინას კვლავ შუბლძარღვგაუწყვეტელად ჰპირდებიან რუსეთთან კიევის გამარჯვების შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსში გაწევრიანებას!
ანუ გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებენ. ხოლო რეალურად, “გამარჯვებულ” უკრაინას საკუთარი ქალაქები უკან რჩება, შენობები თავზე ემხობა და ათასობით მოქალაქე ეღუპება!
მოკლედ, დასავლელი მამების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, რომელთა აზრების გახმოვანების სათავეში დგას “ბრძენთა ბრძენი” ბაიდენი, მოაზროვნე მსოფლიო იცინის, იცინის, კვდება სიცილით!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.