ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, „აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდინებს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით“.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გაღმელ-გამოღმელი ჩვენი მეგობარი თავისი ვირეშმაკული ქცევებით ცდილობს ე.წ. “ჩორტის” ჩამოგდებას ხელისუფლებასა და ჯარს შორის!

დიდი ეჭვია მიზნობრიობიდან გამომდინარე, რომ ამ მიზანს ემსახურებოდა ევროკავშირის მიერ ჩვენი ჯარისკაცებისათვის გამოყოფილი 30 მილიონის საკუთარი მეხუთე კოლონის ეფრეიტორების:
ლომჯარიას, გიგაურის, პატიკოს, *ჭუტას”, ჭიჭიკოს, პატიკოსადმი…. გადარიცხვა რევოლუციისათვის მოსამზადებლად და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩამოსაგდებად!

ჩვენმა პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე გვამცნო, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტი ნახევარი მილიარდით იზრდება და ამ თანხიდან 100 მილიონი დაემატება თავდაცვას!
ასე რომ, ქვეყნის მოყვარეთა გასახარად, მაგრამ ზოგიერთისათვის გულის გასახეთქად, ჩვენს ვაჟკაც და სამშობლოს ერთგულ სამხედროებს არაფერი დააკლდებათ, პირიქით – მოემატებათ!

თუმცა, ამ მამულიშვილებმა, უპირველესად, ის უწყიან, რომ სამშობლოს სიყვარული და მისდამი თავდადება არანაირი ფულით არ იზომება!

საქართველოს სამხედროები ამ ჭეშმარიტებას სამშობლოს უერთგულესი სამსახურით ყოველწამიერად ამტკიცებენ!
ამიტომაც გაუმარჯოს საქართველოს და საქართველოს ღირსების დამცველ ღირსეულ ქართულ ჯარს!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.