„ნახევარი მილიარდით გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და აქედან 100 მილიონი ლარი თავდაცვას დაემატება… დიახ, ვისაც ჰგონია, რომ დასავლეთის ჯერ გამოყოფილი და შემდეგ შეჩერებული 30 მილიონი, რომელიც ქართული ჯარის მაგივრად, ადგილობრივ “ენჯეოკრატებს” გადასცეს, რაიმეს დააკლებს ჩვენს თავდაცვის ძალებს, ძალიან ცდება!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ბიუჯეტის ზრდის შესახებ.
„სახელმწიფო ინსტიტუტები და მთავრობა კოორდინირებულად მუშაობენ. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი შესაძლებლობა უჩნდება მთავრობას, კონკრეტულ სფეროებს დაეხმაროს.
აი, ეკონომიკის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული სამშვიდობო პოლიტიკასთან, რომელსაც ასე პრინციპულად და ხისტად იცავს საქართველოს მთავრობა.
ასე რომ, თქვენს ლომჯარია-გიგაურს გადაურიცხეთ ეგ 30 მილიონი, ხოლო სახელმწიფოს იმდენი რესურსი აქვს, რომ ნებისმიერი დეფიციტი აღმოფხვრას, და მეტიც – გაზარდოს თავდაცვის დაფინანსება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.