პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აფასებს.

 

„ამნისტია მნიშვნელოვანი და ჰუმანური აქტია, ამაზე მგონი არავის არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. მთავარია, რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს ეს გზავნილები – რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით და მე მგონი, ყველა დადებითად შეაფასებს ამ აქტს“,-  აღნიშნა ყაველაშვილმა.