„საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ერთი და იგივე გზავნილი აქვთ. ისინი ერთი კონტექსტით მოქმედებენ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„შევახსენებ საზოგადოებას ელჩების დემარშს – ყველა ელჩი იყო იქ, გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩებიც, რომელთც იუსტიციის მინისტრს დემარში მოუწყვეს იმის გამო, რომ ითხოვდნენ სააკაშვილის გათავისუფლებას. ესეც ხომ ერთმანეთში შეთანხმებული თემა იყო? ხომ ვნახეთ, რომ სააკაშვილს არაფერი სჭირდა? მათი ქცევა არის შანტაჟი საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.