„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის – უზრა ზეიას შემდეგ განცხადებას ეხმაურება: „ლგბტ უფლებები და ეროვნული უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული“.

„ერთი-ორი მსგავსი განცხადება საქართველოში და მოქმედი ხელისუფლების რეიტინგს ოლენა ზელენსკაიას ახალი მანქანითაც ვერ დაეწევიან. ჩავუსხდეთ ახლა და ამ ქალბატონის მესიჯების გაპიარებას დაველოდოთ მისი აგენტების მიერ, თავის საარჩევნო კამპანიაში.

თვალწინ მიტრიალებს ძეგვის ბირჟა, სადაც ჩვენი ცვილის ფიგურები, ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ლგბტ უფლებების მამოძრავებელ ფაქტორზე საუბრებენ. ხოლო ქვეყნის ინტერესების მიზნით, “კოჭლაანთ ვეფხოს” ორიენტაციის შეცვლისაკენ, “მთვარისა ბაბოს” კი სქესის შეცვლის შესაძლებლობისკენ უბიძგებენ.

ამ ქალს წელიწადში, ალბათ, შვიდნიშნა ხელფასი აქვს, რომელსაც იმისთვის უხდიან, რომ უშგულში ლგბტ-ს აბრევიატურიდან “გ”-ს პროპაგანდა, ხოლო მარნეულში – “ლ”-ს პროპაგანდა აწარმოოს. ამიტომ ვერ იძებნებიან მსოფლიოს IQ რეიტინგებში და ამიტომაც ცოცავენ ჩვენს პოლიტიკურ ფსკერზე მათ მიერ გამოზრდილი “პოლიტიკოსები”. რამე საარჩევნო სლოგანი ჩამოგვიტანეო, – სთხოვეს, ბარიერი მაინც გადავლახოთო და ამან – “ეროვნულ უსაფრთხოებაში ლგბტ-ს როლის გაძლიერებას მიაწექითო”, – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.