ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გამოეხმაურა უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, უკრაინის მთავრობამ უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გაათავისუფლა და ე.წ. ჯავშანი მისცა.
„აი, ნახეთ, თავადვე როგორ გაიშიფრნენ ომის მომხრეები და მოღალატეები მათივე დამფინანსებელი უცხო ძალების დავალებით! საქმე შემდეგშია: თავისთავად, უნებურად გაშიფრა ახლანდელმა უკრაინის ხელისუფლებამ გარედან დაფინანსებულნი!
ამ ბრძანების შემდეგ,
ახლა ხომ ნათელია, რატომ იძახდა და იძახის ლომჯარია, – ასეთ მშვიდობას მირჩევნია, ბომბები გვცვიოდეს თავზეო! ახლა ხომ ნათელია, რატომ ბღაოდა გირჩი-ზურაბა, – რა კარგი იქნება, ომში რომ ჩაერთოს საქართველოო. ათი ათას კბილებამდე შეიარაღებულ რუს ჯარისკაცს ხომ დავაკავებდით საქართველოში და ვაჟლეტინებდით ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებსო…!
ახლა ხომ ნათელია, რატომ იძახდა ეკა ხერხეულიძე, – საქართველოს გავლით იბომბება უკრაინაო!
ახლა ხომ ნათელია, რატომ ხაოდა და ხავის ხატია დეკანოიძე, – საქართველოდან რუსეთში სანქცირებული საქონელი შედისო!
ახლა ხომ ნათელია, რატომ იყვნენ და არიან მთელი არასამთავრობოები გაავებული, – საქართველო რატომ არ ჩაება მიმდინარე ომშიო!
ახლა ხომ ნათელია, რატომ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას ერთობლივად, გაღმა-გამოღმიდან დაფინანსებული პარტია-არასამთავრობოები, – რატომ არ უშვებთ მოხალისეებს თბილისის აეროპორტიდან უკრაინაში ჩარტერული რეისებითო!
ახლა ხომ ნათელია, რატომ ეძახიან არასამთავრობოები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს რუსულ კანონს!
პასუხი ერთია:
ფინანსურად გარედან გ ა რ ა ნ ტ ი რ ე ბ უ ლ ა დ უზრუნველყოფილნი!
ომის დროს გ ა რ ა ნ ტ ი რ ე ბ უ ლ ა დ დაჯავშნილნი!
ანუ ჩვენ, ჩვენი შვილები, შვილიშვილები უნდა ჩავიხოცოთ!
ლომჯარია-გიგაურებმა-გირჩზურაბებმა…და მათმა შთამომავლობამ, ჩვენი სისხლისა და უბედურების ხარჯზე, ფული უნდა აკეთონ!
კარგი სვან, კარგი ჭამონ, კარგად იმოგზაურონ და მერე თავიანთ პატრონებთან მ ო ხ ი ო ნ მათთვის გამზადებულ, მაგარ ვილებში!
სულ ესაა მათთვის სათანადო ინსტრუქციებით დაკისრებული დავალება,
რომლის აღსრულებისთვის ასე თავგამოდებით იბრძვიან!“ – წერს გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.