“უკრაინის ხელისუფლებას ბატონის შვილები ჯარში არ მიჰყავს! ვინც უცხოელებთან, უცხოელების დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობს, მათ მობილიზაცია არც შეეხებათ, შესაბამისად, არც ომში არ წავლენ”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზაციისგან გათავისუფლებისა და მათთვის ე.წ. ჯავშნის მიცემის შესახებ.

“ე.ი., თუ უკრაინის უცხოელ ბატონ-პატრონებთან მუშაობს და, რეალურად, მათი შვილობილი თუ შვილია ან ბატონის შვილია, ის ქვეყნისთვის არ იომებს… უკრაინისთვის უნდა იომონ და დაიხოცონ მხოლოდ უბრალო, ჩვეულებრივი, უპატრონო უკრაინელები! ეს, ალბათ, დემოკრატიის თუ პროდასავლურობის ახალი უმაღლესი სტანდარტია! მგონი, ყველა უნდა დავფიქრდეთ, რატომ ამბობენ, – უკრაინა მზადაა ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკების დაწყებისთვისო. დავიჯერო, ჩვენ ასეთი რამ გვინდა ან გვჭირდება?!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე”.