“ყურადდღებით გავეცანი ამ დღეებში აქ მყოფი აშშ-ს მორიგი ემისარის უზრა ზეას ყველა განცხადებას და ინტერვიუს. მუდმივად, თუთიყუშივით იმეორებდა “საქართველოს ანტი-დემოკრატიულ ტრაექტორიაზე,” “სამოქალაქო აქტივისტების და მედიის შევიწროებაზე” და ა.შ. ვერ დამალა საკუთარი ნეგატიური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, თუმცა ამტკიცებდა, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას აშშ მხარს არ უჭერსო – რაც არის ტყუილი”,- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

“უზრა ზეიას და მისნაირების ლოგიკით გამოდის, რომ აშშ-ს და ევროპის მიერ მხარდაჭერილმა და დაფინანსებულმა სუბიექტებმა აქ რომ ყველაფერი დააქციონ, მაინც ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ. და მათი ხელშეუხებლობა თურმე არის აქ დემოკრატიის საზომი. სხვა დასკვნის გამოტანა მისი განცხადებებიდან შეუძლებელია.

როგორია სინამდვილე? ქვეყანაში შეუფერხებლად მაუწყებლობს მინიმუმ 4 ოპოზიციური ტელეარხი, 10-ზე მეტი ოპოზიციური ინტერნეტ რესურსი და ა.შ. დანარჩენს არ ჩამოვყვები. და როდესაც აშშ-ს ემისარი აქ დემოკრატიიდან გადახვევაზე საუბრობს, პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანიც კი მიხვდება თუ რა განზრახვები დგას ამის უკან. მათ რეალიზებას ჩვენ უკვე ვხედავთ”,-წერს ექსპერტი “ფეისბუკის” გვერდზე.