“აშშ -ს “NDI-National Democratic Institute-ი” (ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი) უკვე არა თუ უხეშად და უტიფრადაა ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ რეალურად ოპოზიციის საწვრთნელ ბაზად ჩამოყალიბდა”, – წერს “ფეისბუკის” გვერდზე ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
“ერთია რომ NDI -ს მიერ ხორციელდება ოპოზიციის ე.წ. ტრეინინგები, ისინი ასევე ორგანიზებას უწევენ მათ სხვა და სხვა შეხვედრებს. ჩნდება მარტი კითხვა ეს არის მათი ნამდვილი მისია საქართველოში თუ NDI დაუფარავად იქცა იმ ძალების კურატორი და ხელშემწყობი, რომლებიც არჩევნების შედეგების არ ცნობისა და რევოლუციისთვის ემზადებიან.
ამიტომაც დღეს ისე როგორც არასდროს საზოგადოების და ხელისუფლების მაქსიმალური სიფხიზლე სწორედ ახლაა აუცილებელი და მიზანშეწონილი”, – წერს ექსპერტი.