“გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო. 2012 წლის შემდეგ საქართველოს შედეგი 20,1 პუნქტით გაუმჯობესდა, რაც უპრეცედენტო ზრდა არის”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

„2012 წელს მართლმსაჯულებაზე წვდომის სიმცირით ევროპის მასშტაბის ბოლო ადგილზე ვიყავით (რუსეთთან და ბელარუსთან ერთად) დღეს კი ევროპის ერთ ერთი ლიდერი ქვეყანა ვართ, ვუსწრებთ ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

რა თქმა უნდა ვუსწრებთ მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ ევროპის, აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკური ნარატივი შემდეგია, საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიზებულია, მერე რა, რომ ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს.

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო. 2012 წლის შემდეგ საქართველოს შედეგი 20,1 პუნქტით გაუმჯობესდა, რაც უპრეცედენტო ზრდა არის.

ქართული ოცნების პირობებში, სასამართლოს და ზოგადად მართლმსაჯულების ტრანსფორმაცია მოხდა, დღეს საქართველოს დასავლური სტილის მართლმსაჯულების სისტემა აქვს, რომელიც პოლიტიკურ, თუ სხვა სახის ჩარევებს გამორიცხავს.

ბოლო ადგილიდან, ლიდერის პოზიციამდე სწორედ ეს გზა გაიარა საქართველომ, რომელიც რა თქმა უნდა იყო რთული მაგრამ აუცილებლად გასავლელი“, – წერს ჩიხელიძე.