“ტრამპის გაჩერება ახლა კიდევ უფრო რთული იქნება”, – წერს პოლიტოლოგი გია ნოდია “ფეისბუკის” გვერდზე.
“კარგია, რომ ბაიდენმა სასწრაფოდ დაგმო თავდასხმა, მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის.
ეს ინციდენტი აჩვენებს სამწუხარო რეალობას: სიძულვილმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ ორივე მხარე გაცილებით უფრო მზადაა ძალადობისკენ, ვიდრე ოდესმე ამ და წინა საუკუნეებში.
ბრალდებები, რომ მემარცხენე მედიის მიერ ტრამპის დემონიზაციამ ფსიქოლოგიური ნიადაგი შეამზადა თავდასხმისთვის, უსაფუძვლო არ არის (თუმცა მსგავსი ბრალდება მეორე მხარესაც შეიძლება წაუყენო).
უაზროდ გაჯიუტებულ ბაიდენს მაინც არ ჰქონდა ტრამპზე გამარჯვების შანსი. თუ გონზე მოვა და სხვა დემოკრატს დაუთმობს ასპარეზს, შანსი გაიზრდება, თუმცა ახლა ნებისმიერ დემოკრატს გაუჭირდება”, – წერს ნოდია “ფეისბუკის” გვერდზე.