დეპუტატი ირაკლი ზარქუა დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმიანება.

“მინდა გამოვეხმაურო ამერიკაში მომხდარ იმ საშინელ ტერაქტს,სადაც პრეზიდენტობის კანდიდატზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა.მიუღებელია და კიდევ ერთხელ ვგმობთ ამ საშინელ ფაქტს, ხოლო ბატონ ტრამპს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ..

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მსოფლიოში გამეფებული ლიბერალური ფაშიზმი, მათთვის მიუღებელ სახელმწიფოს, ლიდერს თუ რიგით მოქალაქეს ერთნაირად უსწორდება! იგივე ხელწერა იყო ევროპაშიც, ბატონ ფიცოს მიმართულებით და იგივე მუქარა ჩვენი პრემიერის მიმართაც თუ ის პოზიციას არ შეიცვლიდა!

მიუხედავად ამ გამოწვევებისა გვჯერა და გვწამს,რომ მსოფლიოში ეს ფსევდო-ლიბერალური მიმართულება მალე დამარცხდება და ვიხილავთ მშვიდობიან, სამართლიან და ობიექტურ მსოფლიო წესრიგს,სადაც საქართველოს თავისი როლი და მისია, ქართველის ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, გამოკვეთილი იქნება!”,- წერს ზარქუა.