“დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა საშინელი მომენტია ამერიკისთვის, რომელიცბევრად უფრო უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო“, – წერს ამერიკული გაზეთი “The Wall Street Journal-ი” სარედაქციო სტატიაში.
„მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს სრულიად მოულოდნელი იყო. პოლიტიკური მტრობა დასიძულვილის შემცველი რიტორიკა დეციბელების დონემდე გაიზარდა, რაც ძალიან ხშირადქვეყნის წარსულში ძალადობასა და მკვლელობის მცდელობებს იწვევდა“, – ნათქვამიასტატიაში.
„სასწაულია, რომ ტრამპი სიკვდილს ფაქტობრივად ერთი სანტიმეტრით გადაურჩა. ყოფილპრეზიდენტს არ შეუძლია არ იფიქროს, რომ მის გადარჩენაში განგებამ ითამაშა როლი“, – აღნიშნულია სარედაქციო სტატიაში.
“The Wall Street Journal-ი” ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშკარა კითხვა ჩნდება, თუ როგორშეძლო მსროლელმა იმ შენობის თავზე ასვლა, საიდანაც ტრამპის მიმართულებით ისროლა.
„მსროლელის ვინაობა, მოტივები და თანამზრახველების არსებობა უფრო მეტს გვეტყვისიმის შესახებ, თუ როგორ შეძლო მან ახლო მანძილიდან გასროლის განხორციელება“, – წერიასტატიაში.
„მხოლოდ მსროლელი არის პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე.
მაგრამ ორივე [პოლიტიკური] მხარის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ არჩევნებისმნიშვნელობის აპოკალიფსური სიტყვებით აღწერა. დემოკრატია არ დასრულდება, თუ ერთიან მეორე კანდიდატი გაიმარჯვებს.
ფაშიზმი არ არის ჩაისახება, თუ ტრამპი გაიმარჯვებს. […] დონალდ ტრამპის მკვლელობისმცდელობა შეიძლება გახდეს მომენტი, რომელიც უფრო მეტ სიძულვილსა და ძალადობისკიდევ უფრო უარეს ციკლს დააჩქარებს. თუ ასე მოხდება, ღმერთო დაგვიფარე“, – აღნიშნულია სტატიაში.
სარედაცქიო სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ტრამპი უფრო მეტი ამერიკელის მხარდაჭერასმოიპოვებს, თუ თავის მიმდევრებს ეტყვის, რომ მათ უნდა იბრძოლონ მშვიდობიანად დასისტემის შიგნით.