“სლოვაკეთის პრეზიდენტ ფიცოს რომ ესროლეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა; შემდეგ ტრამპს რომ ესროლეს და ისიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, ამ მოვლენებამდე ხომ არ გავიწყდებათ, საქართველოში რა მოხდა? მოხდა ის, რომ ალეკო ელისაშვილი ლაჩრულად, უკნიდან მიეპარა მამუკა მდინარაძეს და საფეთქელში მუშტი გამეტებით ჩაარტყა. დიახ, მდინარაძეც სიკვდილს გადაურჩა, რადგან, თუ შენელებულ კადრებს კარგად დააკვირდებით, ელისაშვილი, პირდაპირ, ადამიანის მკვლელობაზე წავიდა”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.
“სხვა შანსი მას არ ჰქონდა, – პარლამენტში იარაღს ვერ შეიტანდა და ჩასაფრებას ვერ მოუწყობდა უმრავლესობის ლიდერს, ამიტომ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც იმ მომენტში შეეძლო. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ “გლობალური ომის პარტია” ხელწერას არ იცვლის და ადამიანების განადგურების მეთოდები ერთნაირი აქვს, ამაში საქილიკო არაფერია. უფრო მეტიც, – ნაძირალა ელისაშვილს, ალბათ, საყვედურსაც კი ეტყოდნენ, დავალება ბოლომდე რომ ვერ შეასრულა!!!“- წერს ქადაგიძე.