„ახლოვდება არჩევნები, აქტიურდება NDI/IRI. მოსახლეობის ინფორმირების შესაფუთი მასალით ფუთავენ რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის სხვადასხვა ფორმით დაფინანსებას“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
„ჯერ იყო და, ე.წ. ოპოზიციონერ ქალ დეპუტატთა ვოიაჟი დააფინანსეს საქართველოს ქალაქებში, ვითომდა ევროინტეგრაციაზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით. არადა, როგორც შევიტყვე, მათ შორის, შეხვედრების მონაწილეებისგან, ძირითადი დრო ხელისუფლების ლანძღვასა და დამსწრეებს შორის ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივებას დაეთმო.
ახლახან, მსგავსი თავყრილობა, ისევ NDI-ის დაფინანსებით, ჩატარდა წნორში, რომელიც, ფაქტობრივად, “ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად გადაიქცა. არადა, ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია ჯერ არ გახსნილა. გგონიათ, საქართველო გამონაკლისია? არა! იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც “ფერადი რევოლუციების” სამიზნეებად არის შერჩეული“, – წერს ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.