„ჯერ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე, ახლა უკვე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე – დონალდ ტრამპზე მკვლელობის მცდელობის შემდეგ უფრო და უფრო ჩნდება ეჭვი, მამუკა მდინარაძეზე ელისაშვილის მიერ თავდასხმაც ერთი სცენარის ნაწილი ყოფილიყო“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
თუ გავითვალისწინებთ ელისაშვლის მზაკვრულად მიპარვის მეთოდსა და დარტყმის არეალს, ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ლიბერალ ფაშისტებს ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონოდათ. ნურც ირაკლი კობახიძის მიმართ ოლივერ ვარჰეის, ვითომდა, სხვათა შორის გაჟღერებული გაფრთხილება-მუქარა დაგვავიწყდება. რადგან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები მოახლოებულ დასარულს გრძნობენ, ცხადია, ყველაფერზე წამსვლელები არიან ამიტომაც, ასეთ ფაქტს უფრო მეტი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შესაბამისმა უწყებებმა კი დროულად გამოიძიონ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.