“უტიფრობა და თავხედობაა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მოვლენილი “რევიზორები”, რომლებიც დემოკრატიას, საარჩევნო გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებას გვიწუნებენ”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.

“ხალხის ძალა”: “აშშ-ის საარჩევნო პროცესში დამკვიდრებული შეუწყნარებლობის ატმოსფერო გავლენას ახდენს დასავლური დემოკრატიის ხარისხზე და ეჭვქვეშ აყენებს სხვა ქვეყნების არჩევნებში მათი შეფასების მორალურ უფლებას”.

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, გამჭვირვალე მმართველობა, კორუფციის ძალიან დაბალი ინდექსი, დემოკრატიული გარემო და სხვა, უამრავი მიღწევა დააფიქსირა საქართველომ საერთაშორისო კვლევებში, თუმცა “დიდი ძმისთვის” არ არის საკმარისი, რადგან მის პოლიტიკურ კონიუნქტურას აცილებულები ვართ.
უსიტყვოდ მორჩილები არ ვართ და ყველა ზემოხსენებულ მიღწევას უკუღმა გვითარგმნიან, გვამუნათებენ, გვასანქცირებენ.
ამ დროს კი, თვითონ გარდაცვლილებს ირჩევენ, ოპონენტებს აკავებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საკუთარი ეკონომიკისთვის იყენებენ, პრეზიდენტობის კანდიდატს ესვრიან და უამრავი სიბინძურე, უსამართლობა და ნიჰილიზმი დათესეს მსოფლიოში, არასწორი პოლიტიკის გამო.
ამიტომაც, სანამ ჩვენს თვალში ბეწვს იპოვით, ჯერ თქვენს დირეებს მიხედეთ, მსოფლიო მასშტაბით რომ დაგემხოთ თავზე ძირგამომპალი ლიბერალური წესრიგი!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.