„არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი უცხოელი დამკვეთების დავალებას შესრულებას პირადი რეპუტაციის შელახვის ფასად ცდილობს, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ საქმე იმაზე დიდ გლობალურ პროცესებთან გვაქვს, რაც აქამდე წარმოგვედგინა“, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა.
„უცნაური ქალია ჩვენი პრეზიდენტი – ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინა, ახლა კი, სიმართლის დასადგენად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ შევიდა. საქმე ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. პრეზიდენტი კანონის შეჩერებასა და საბოლოო გაუქმებას მოითხოვს.
სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიოს ორი პრეცედენტი აჩუქა – პირველი პრეზიდენტია, რომელმაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია არაერთგზის დაარღვია; ასევე პირველი პრეზიდენტია, რომელიც გამჭვირვალობაზე ამბობს, რომ უკანონოა. არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი უცხოელი დამკვეთების დავალებას შესრულებას პირადი რეპუტაციის შელახვის ფასად ცდილობს, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ საქმე იმაზე დიდ გლობალურ პროცესებთან გვაქვს, რაც აქამდე წარმოგვედგინა.
რაც შეეხება სარჩელის თემას და მის პერსპექტივას, გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს; გამჭვირვალობა ქართველი ხალხის დაკვეთაა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. სარჩელის შეტანით ერთადერთი ადამიანი – სალომე ზურაბიშვილი დაზიანდება, რომელსაც ისედაც არარსებული რეიტინგი კიდევ უფრო მეტად შეუმცირდება“, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე