საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს.

,,პატივცემულო რობერტა, გილოცავთ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გააძლიეროთ „დემოკრატიის სახლი“ და მისი როლი ევროკავშირის საქმეებში. გიდასტურებთ, რომ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოოთ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.