„თავში მიტრიალებს მხოლოდ ერთი კინემატოგრაფიული ფრაზა: “ყველას ვერ დახვრეტთ!” სხვა კომენტარს ურსულა ფონ დერ ლაიენის გადაწყვეტილებას ვერ გავუკეთებ. ჯერ იყო და, მან მოუწოდა უნგრეთში დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო უწყებების მინისტერიალისთვის ბოიკოტის გამოცხადებისაკენ, და იმავე თარიღებში იგივე მინისტერიალი სულ სხვა ლოკაციაზე დანიშნა. და აი, მომდევნო უპრეცედენტო გამოხდომა – ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააუქმა უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტიც“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
„ისინი მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში მიიღებენ. მოსკოვსა და პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დაუფარავ თავდასხმაში გადასვლის მცდელობა და კუდის ბოლო მოქნევა მას შემდეგ, რაც “გლობალური ომის პარტიამ” ევროპაში ვერც ფიცო და ორბანი გაანადგურა ფიზიკურად, ხოლო ამერიკაში – ვერც ტრამპი. ეს არის ამ ომში გარდაუვალი წაგების ისტერიული და უტყუარი ნიშანი. ეს არის აგონია და “პაციენტის” კლინიკური სიკვდილის ფაზაში შესვლა, რასაც რეანიმაციული ღონისძიებები ვეღარ უშველის“, – წერს დავით ქართველიშვილი.