“გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! პატიმრების პირდაპირი ან ირიბი ფორმით შიმშილობისკენ წახალისება დიდი მავნებლობაა”, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

“ოპოზიციასა და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.
ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და, ხშირად, არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია. მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და, ზოგადად, ადამიანის უფლებების მიმართ.
დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად, არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!” – წერს ბრეგაძე “ფეისბუკის” გვერდზე.