პარიზის 2024 წლის გახსნის ცერემონიის ოფიციალური ვიდეო, როგორც ჩანს, წაშლილია ოლიმპიადის ანგარიშიდან, რადგან მაყურებელთა უარყოფითი გამოხმაურება იზრდება. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “Dailymail-ი” ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, სოციალური მედიის მომხმარებლებმა გაავრცელეს ორგანიზაციის კადრების ე.წ. სკრინშოტი, სადაც ნაჩვენებია ცარიელი ეკრანი წარწერით “ეს ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი”.

ამავდროულად, შოუ ასევე არ ჩანს ოლიმპიადის YouTube არხზე – მიუხედავად იმისა, რომ თამაშები შუქდებოდა როგორც ცერემონიამდე, ასევე მის შემდეგ.