“შესაძლოა, ნატო-ს ევროპელმა წევრებმა, ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, დაარწმუნონ თეთრი სახლი, შეინარჩუნოს სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის, გარკვეული პირობებით”, – წერს გამოცემა “Politico”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის მოკავშირეები, როგორიცაა, მაგალითად, ელბრიჯ კოლბი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის შესაძლო მრჩეველად მიიჩნევა, აშშ-ის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევენ და არა რუსეთს. ისინი უკრაინას განიხილავენ როგორც რესურსების წყაროს, რომელიც საჭიროა ჩინეთთან დასაპირისპირებლად და ტაივანის დასაცავად.

“ტრამპი ადრე აცხადებდა, რომ შეეძლო უკრაინის ომის დასრულება 24 საათში, თუმცა, მან ზელენსკისთან ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ორივე მხარე შეძლებს, შეხვდეს და მოილაპარაკოს შეთანხმებაზე, რომელიც ძალადობას დაასრულებს და კეთილდღეობისკენ გზას გახსნის”.

შემაშფოთებელი ისაა, რომ ტრამპის იდეა ომის სამშვიდობო გზით მოგვარების შესახებ შეიძლება, უბრალოდ, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის ტერიტორიებს, რომლებსაც ამჟამად ფლობს. ტრამპმა ცოტა ხნის წინ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა სენატორი ოჰაიოდან – ჯეი დი ვენსი, ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ არ აინტერესებს, რა მოხდება უკრაინაში. ანალოგიურად, რიჩარდ გრენელი, რომელიც სახელმწიფო მდივნის  თანამდებობას დაიკავებს ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, მხარს უჭერს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უკრაინას ტერიტორიას შეუნარჩუნებს, მაგრამ “ავტონომიური ზონების” არსებობას განიხილავს. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ უკრაინა, უბრალოდ, აღიარებს თავის დანაკარგებს და გააგრძელებს სვლას”, – აღნიშნულიასტატიაში.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, დიდი ბრიტანეთი და ნატო-ს სხვა ევროპელი წევრები, შეიძლება, რთული არჩევანის წინაშე დადგნენ: ან დაეთანხმონ იძულებით შეთანხმებას რუსეთის სასარგებლოდ, ან მხარი დაუჭირონ ზელენსკის უარს შეთანხმებაზე და გააგრძელონ რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

გამოცემის ცნობით, ბოლო სცენარის მიხედვით, ტრამპმა, შესაძლოა, აშშ-ის თავდაცვითი გარანტიების გაუქმებით, რომელიც მას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო ომის “ესკალაციად” მიაჩნდა, შესაძლოა, მოკავშირეებთან უთანხმოებაც კი გვერდზე გადადოს.