სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

სომხეთის პრემიერი ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.