“კვლევას არის საშინლად უსამართლო და, ალბათ, ტრაგიკომედიის ჟანრიდანაა, როდესაც დღეს საქართველოში საუბარია მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე და რაიმე კუთხით უკუსვლაზე”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით.

„ტრაგიკომედიაა ასევე, როდესაც ჩვენი ოპოზიცია, რომლებიც, ძალიან კარგად გვახსოვს, რომ არიან ტელევიზიის დამრბევები და გამანადგურებლები… მათ დროს, მათი რეჟიმის დროს იყო, როდესაც აბსოლუტურად ყველა ტელევიზია ერთ ნარატივზე ჰყავდათ გადასმული, ერთნაირ მესიჯებს აძლევდნენ და წერტილ-მძიმესაც არ უცვლიდნენ საინფორმაციოებს. და კიდევ, 2012 წელს, შემთხვევით, მათი რეჟიმის დროს ხომ არ იყო, როდესაც “გუდრონებს” ასხამდნენ ტელევიზიის აპარატურას და ა.შ.? მინიმუმ, უტიფრობის ზენიტია მათი მხრიდან ამ თემით მანიპულირება, ხოლო რაც შეეხება კვლევას, უბრალოდ, ტრაგიკომიკურია, რადგან დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უმარტივესად, როგორც შპს-ს აფუძნებ, ისე მიხვიდე საჯარო რეესტრში და დააფუძნო ტელევიზია. და ხედავთ კიდეც, რომ ვდგები ბრიფინგებზე, რამდენი მიკროფონი დევს და ყველას აქვს თავისი სარედაქციო პოლიტიკა.

რა ჯობია, როდესაც ობიექტურად გაკრიტიკებენ, ობიექტურ კრიტიკაში შემოდიან, ასე ვთქვათ, დიალოგში და ობიექტურად აშუქებენ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება. მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ? – დესტრუქციას, სიცრუის პროპაგანდას. სიცრუის მანქანები, ჩვეულებრივი პარტიები არიან და, მიუხედავად ამისა, არიან უსაზღვროდ თავისუფლები. ასე, რომ მინიმუმ, უსამართლოა და ტრაგიკომედიის ჟანრიდანაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კირცხალიამ.