„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე შიდაპარტიული რღვევის პროცესს ეხმაურება. ამჯერად მან „ევროპული საქართველოს” ლიდერების – გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ პარტიის დატოვების შესახებ გააკეთა კომენტარი.

„ეს არის ნაცმოძრაობის ბუნება. “ნაციონალური მოძრაობა” არის ფესვები და ხე. დანარჩენი – „ევროპული საქართველო”, „ლელო“, გვარამიას „ახლები“ თუ სხვა, არიან ამ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” ხის ყლორტები. ყველა მათგანის ბუნება მდგომარეობს იმაში, რომ იქ ვერ იტანენ ერთიანობას და არ იციან ერთმანეთის გატანა. შესაბამისად, “ნაცმოძრაობა” ხომ დაიშალა, ახლა დაშლილის ნაწილებიც ცალ-ცალკე დაიშალა,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.