„უკვე გაუსაძლისია ეს ყველაფერი. იციან, თუ რა საშვილიშვილო საქმე კეთდება ქვეყნისთვის და საერთოდ არ აინტერესებთ; მთავარია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და გადაჩეხონ ქვეყანა უბედურებაში.
ამ შემადგენლობის ოპოზიციამ რა ქვეყანა უნდა მართოს, როცა მთლიანად დესტრუქციულები არიან!
ამჯერადაც, როგორც კი გადაიჭრა და გამოსწორდა პრობლემა, აყვირდნენ, არადა, თებერვალში აპირებდნენ თურმე ამბის ატეხას.
ეს არ დამთავრდება, სანამ არ მოექცევა კანონის ფარგლებში მსგავსი, ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის“.