„ჩვენ ამ შემთხვევაში ნაკლებად ვართ მხარე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მშრომელი თანამოქალაქის ინტერესები”, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ჯორჯიან მანგანეზთან” დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ჩვენი მხრიდან თუ რაიმე შეიძლება გაკეთდეს, ამისთვისაც ვართ მზად, მაგრამ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ და დასაქმებულებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაკვირდებით, საჭიროების შემთხვევაში, მივიღებთ ზომებს. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ, ბუნებრივია, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.