უფლებადაცვითი ორგანიზაცია “Amnesty international-ის” ევროპის ბიურო შეშფოთებას გამოთქვამს გერმანელი პოლიციელების მიერ ბერლინში პალესტინის მომხრეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ვიდეოებითა და ცნობებით შაბათს ბერლინში გამართული პალესტინის სოლიდარობის დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ისინი ითხოვენ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას იმ პოლიციელების მიმართ, ვინც მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა.