საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-ივლისში, პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 33%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით, ჯამში, 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით მეტია 2023 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 80%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-ივლისში 3 061 750 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ივლისში – 2 263 872 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-ივლისში – 3 180 226 მგზავრს, 2024 წლის იანვარ-ივლისში კი – 4 066 142 მგზავრს.
2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 643 874 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-ივლისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 969 343 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1 515 931 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-ივლისში 2 254 691 მგზავრს მოემსახურა.
ამ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის 7 თვის 2019 წლის 7 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 17%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 74%-იანი ზრდა.
2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით, მგზავრთნაკადის 39%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 482 023 მგზავრი გაატარა, რაც 43%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტი – 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 7 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 336 250 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-ივლისში – 313 032 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისში 347 765 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით, მგზავრთნაკადის 105%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი – 118%-იანი ზრდა.
2019 წლის 7 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 449 700 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ივლისში – 422 000 მგზავრს, 2023 წლის 7 თვეში – 856 471 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში – 921 029 მგზავრს.