პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: “შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა. დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ, რომ 25 დეკემბერი ეს არის ევროპა, 7 იანვარი კი თითქოს, არის რუსეთი. აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად.

 
ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის, ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. ამიტომ, მე სახალხო დამცველსაც მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ეს არის ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტეშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის, სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ.
 
 
ამიტომ, მე საჯაროდ მივმართავ სახალხო დამცველს, არ ვიცი ეს ტოლერანტობის ცენტრის შინაარსი და შემადგენლობა რა არის, მაგრამ როდესაც მას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც რელიგიურ შეუმწყნარებლობას იჩენს და რომელიც, პირდაპირ ანტიევროპული რადიკალიზმით არის დაკავებული და ეს მისი ერთადერთი განცხადება არ არის. ის გამოირჩევა ქართული ეკლესიის, მათ შორის, პატრიარქის მიმართ მტრული რიტორიკით. რა თქმა უნდა, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტისთვის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტზე მას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ ისტერიამ რაც შეიქმნა ხატთან და შობის თარიღთან დაკავშირებით მიგვიყვანა იქამდე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ადამიანმა გაბედა და ეკლესიაში შეურაცხყო ხატი”.