აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარების დაწერის გამო 37 წლის ტენესელ მამაკაცზე საქმე აღიძრა – იუწყებაABC NEWS-ი”

გამოცემას მოჰყავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ კაილ ალტონ ჰოლს ბრალი მოქმედი პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ექს-პრეზიდენტის მიმართ მუქარის მუხლით წარედგინა. თითოეულ ბრალდებაზე მას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მუქარა ძირითადად, სოციალურ მედია პლატფორმა “X-ზე” ხორციელდებოდა.

მამაკაცი ბაიდენის მიმართ დაწერილ კომენტარებში იყენებდა სიტყვებს „მოკვლა, სროლა, თვითმფრინავის ჩამოგდება“. ის ასევე მკვლელობით ემუქრებოდა ჰარისსა და ობამას.