“თუ გინდათ, რომელიმე ინფორმაცია ხაფანგად გამოიყენოთ და მასში “ნაცსექტანტების” ტროლ-ბოტები მოახვედროთ თავისი “დამჰაჰავებელი” სმაილებით, მსგავსი “ქარდები” გამოიყენეთ ხოლმე: 30-დან 100-მდე ფარგლებში დაჭერა გარანტირებული გაქვთ”, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო ადამიანის უფლებების ინდექსით ევროპის საშუალო დონეს უსწრებს და 11- წლიანი პროგრესით მსოფლიოში მე-9, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.
„მთავარი ანეკდოტი ის არის, რომ ამ და სხვა უამრავ “ინდიკაციას” სწორედ იმ დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციები “იგონებენ” და შემდეგ, საგულდაგულოდ, ამის მიხედვით საზღვრავენ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ვითარებას – სადაც, დეკლარირებულად, ასე მიისწრაფვიან ჩვენი სექტანტებიც.
მიისწრაფვიან იმ გარემოში მოსახვედრად, რომლის, თუნდაც, “ინდიკაციებში” გაწერილ “იდილიას”, ბოლო 20 წელია, საგულდაგულოდ არ ცნობენ და ნეოტროცკისტული მეთოდებით ებრძვიან ყველგან, სადაც კი აგენტოკრატიული მმართველი რეჟიმი ან ოპოზიცია აქვთ ჩამოყალიბებული: ევროკავშირის სივრცე, უკრაინა ან მოლდოვა.
ასე რომ, “დასაჰაჰავებელი” იმდენი დაუგროვდათ, ზედმიწევნით მიჰყვებიან კლასიკური გამონათქვამის სიბრძნეს: “კარგად იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის” (he who laughs last laughs loudest) და ამ სიცილს სულ ცოტა ხანში გადაჰყვებიან ერთხელ და სამუდამოდ…“ – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.