“ერთ-ერთი, რაც გამორჩეულად მიხარია ამ დამძიმებულ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ გარემოში, არის ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა. ის მოიცავს არა მხოლოდ თანამედროვე იარაღითა და ამუნიციით აღჭურვას, არამედ მათი სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა.
“ქვეყანას, რომელიც საკუთარი არმიის სოციალურ კეთილდღეობაზე არ ზრუნავს, არ შეიძლება, ეწოდოს სახელმწიფო. და რაც უნდა იქილიკოს ამ კეთილ საქმეზე “ნაცბაბლმა”, რომ ეს წინასაარჩევნოდ ხდება და ა.შ., ეს მოცემულობას ვერ შეცვლის. მათი ფილოსოფიით, რაკი არჩევნებს ემთხვევა, სამხედროს ბინა არ უნდა მიეცეს?
ქართულ ჯარს ბევრ რამეში სჭირდება დახმარება, თუნდაც, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იცვალა სახე თანამედროვე ომმა. იმედია, ხელისუფლება ამაზეც იზრუნებს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.