კომპანია “Meta-ს” დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს – ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა.

საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს. როგორც ცუკერბერგი წერს, მას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის – იუმორისა და სატირის ჟანრის ინფორმაციის ჩათვლით – ცენზურა სთხოვეს.

„მჯერა, რომ მთავრობის ზეწოლა იყო არასწორი, და მე ვნანობ, რომ ამაზე უფრო ადრე და გულახდილად არ ვისაუბრეთ“, – წერს ცუკერბერგი.

„მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ კონტენტის სტანდარტების გათვალისწინებით კომპრომისებზე არც ერთ ადმინისტრაციასთან არ უნდა მივდიოდეთ ზეწოლის შიშით, და ჩვენ მზად ვართ, გავცეთ პასუხი, თუ ამგვარი რამ განმეორდება“, – აღნიშნავს ის.

ცუკერბერგის თქმით, მას ნეიტრალურად დარჩენა სურს და მოახლოებულ საარჩევნო ციკლში მონაწილეობას არ მიიღებს.