აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატმა “ქართული ოცნებიდან” რამაზ ჯინჭარაძემ ქალაქ ბათუმში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო.

“ბათუმში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებთან შეხვედრები დავიწყე.

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად პირველი შეხვედრა ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გავმართე.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბათუმში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, შესრულებული პირობების შესახებ ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, გამოწვევები და ახალი პროექტები”, – წერს რამაზ ჯინჭარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.