რატომ არის აუცილებელი „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება – ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, საინტერესოა, ნანობს თუ არა დღეს იმ დროს ჩადენილ ღალატს.

„რა ვიცით იუდა ისკარიოტელის ღალატზე?

ღალატში ფული აიღო

მოგვიანებით შეინანა

ღალატში აღებული ფული სპონსორებს დაუბრუნა

საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი

რა არ ვიცით 2008 წლის შემოდგომას, ნომერ 1633 ევრორეზოლუციის ტექსტის შედგენისა და მისი ხელმოწერის შესახებ?

ქართულმა დელეგაციამ უსასყიდლოდ უღალატა ქვეყანას და მის შეიარაღებულ ძალებს, თუ ამაში კუთვნილი “30 ვერცხლი” აიღო

ნანობს თუ არა დღეს იმ დროს ჩადენილ ღალატს

ღალატში აღებული თანხის შემთხვევაში, ამით ხომ არ აიხსნება მათი “გლობალური ომის პარტიის” მძევლობაში ყოფნის ფენომენი

მზად არის, თუ არა მათთვის გამოტანილი განაჩენით, გამოისყიდონ ჩადენილი ღალატი მაგრამ, ამ ვარაუდებზე უზენაესი – უდანაშაულობის პრეზუმფციაა.

ამიტომაც არის აუცილებელი “ნაცმოძრაობის” თავზე პოლიტიკური პროცესის ჩატარება, მათ შორის 2008 წლის ღალატში მონაწილე ფიგურანტების პოზიციისა და მოტივაციის საჯაროდ გამოაშკარავების მიზნით“, –  წერს დავით ქართველიშვილი.