„NATO იყოს ჩვენი მფარველი” – ისმის ჭაობის ფსკერიდან ბულბულატორებით ზედაპირისკენ მიმართული “ლოცვა/ვედრება,” – წერს “ფეისბუკის” გვერდზე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
„აი ამ ეროვნული აღმავლობის ტალღაზე, იქ სადღაც ჭაობის ფსკერზე ლაფში ჩაფლული წურბლები ვარჯიშობენ ახალ მანტრას: “გაყალბდა! გაყალბდა! გაყალბდა!” და ემზადებიან რევოლუციისთვის იმიტომ, რომ წურბლების მბრძანებელმა “დურემარმა” შეაგულიანა ისინი – “თქვენ 85% ხართ და ყველაფერი გამოგივათ”. “NATO იყოს ჩვენი მფარველი” – ისმის ჭაობის ფსკერიდან ბულბულატორებით ზედაპირისკენ მიმართული “ლოცვა/ვედრება”. თუმცა, ყველაზე აზრზე მოსული წურბლები “დურემარს” შეკითხვასაც კი უბედავენ: “კი მაგრამ თუ 85% ვართ ამ ფსკერზე და ამ ლაფში რა ჯანდაბა გვინდა, ზედაპირზე ამოსვლის შანსი რატომ არა გვეძლევა” – რეიტინგულად ასეა საჭირო, ამშვიდებს მათ “დურემარი” და მანტრის განმეორებისთვის მოუწოდებს…“ – წერს ქართველიშვილი.