პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში უმასპინძლა.
მთავრობის მეთაური ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეუფე თეოდორემ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ირაკლი კობახიძეს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.