“დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ”, – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ახალციხეში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას.

“რა არის ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის ქართული ოცნება? დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი და ქვეყანა, გულში აქვს ოცნება, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ყველა ღირსეული ქართველის ქართულ ოცნებას გაუმარჯოს!

ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, შენება და განვითარება – ნგრევის ნაცვლად; უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გზა და მხოლოდ ამ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობითა და ღირსებით შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია – ერთიან ევროპულ ოჯახში!” – განაცხადა კახა კალაძემ.