საქართველოდან უკრაინის რწმუნებულის გაწვევის მიზეზი, შესაძლოა, სარეცხი მანქანა იყოს, რადგან მედიის ცნობით, ომში მყოფი სახელმწიფოს წარმომადგენელმა თათბირზე „საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი წამოსწია“
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის, მიხაილ ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
ანდრეი სიბიგამ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა, რომ ასეთი გადაწყვეტილება 8 სექტემბერს უკრაინის ელჩებთან და კონსულებთან ჩატარებული თათბირის შემდეგ მიიღო, რადგან ხარიშინს „აბსოლუტურად არ ესმის ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალიები“.
უკრაინული მედია წერს, რომ ხარიშინმა თათბირზე „საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი წამოსწია“.
უკრაინის უმაღლესმა რადამ სიბიგა საგარეო უწყების ხელმძღვანელად 5 სექტემბერს დანიშნა.