“პრემიერის მიერ დაანონსებული ახალი საგრანტო ფონდი საქართველოში არასამთავრობო სექტორის შემდგომი შეუფერხებელი განვითარებისა და ფუნქციონირების გარანტია. პრემიერის ინიციატივით ახალი საგრანტო ფონდი შეიქმნება, რომელიც არასამთავრობო სექტორს რამდენიმე მიმართულებით დააფინანსებს, მათ შორის არის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის უფლებების ზრდა და ა.შ.” – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
“კანონის მიღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორი იზღუდებოდა, მათი ფუნქციონირება ეჭვქვეშ დგებოდა და რამდენიმე მათგანი მუშაობის გაგრძელების პერსპექტივას ვერ ხედავდა. პრემიერის ინიციატივამ არასამთავრობო სექტორს სპეკულაციების სივრცე არ დაუტოვა. იგი სამოქალაქო სექტორს გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
ბურთი არასამთავრობო სექტორის მოედანზეა. მათი გადასაწყვეტია, გადადგამენ შემხვედრ ნაბიჯს, თუ მოხდება ლუსტრაცია იმისა, რომ მათი მიზანი არა რეალური მუშაობა და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ზრუნვაა, არამედ ქვეყანაში არეულობის მოწყობა და რევოლუციური ფონის შექმნა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილისთვის გრანტის მიღების მთავარი მოტივაცია არა სახელმწიფოს დაცვა და სამოქალაქო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ლანძღვა და ოპოზიციის აქციებისთვის ხელშეწყობა იყო”, – წერს დავით ჩიხელიძე.