საქართველოს პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა PACE-ის კულტურის კომიტეტის მედია და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
9 სექტემბერს, ედინბურგში გამართულ შეხვედრაზე, ქვეკომიტეტის წევრებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიც არის: „ციფრულ პლატფორმებზე გამოხატვის თავისუფლების საჯარო რეგულირება“, „საფრთხეები მედიის პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის მიმართ“ და „მედიის თავისუფლება სპორტში“, ასევე განისაზღვრა ქვეკომიტეტის სამუშაო პროგრამა და პრიორიტეტები.
ეკა სეფაშვილი PACE-ის მონიტორინგის კომიტეტისა და სოციალური საკითხების, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.