“საკითხს რომ ემოციებისა და მიკერძოების გარეშე მივუდგეთ, ამ ინიციატივით ქვეყანაში იქმნება ფაქტობრივად ახალი ეკოსისტემა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომელიც დაეფუძნება იმ საუკეთესო პრაქტიკას, რასაც ჰქვია ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის სრული(!!!) გამჭვირვალობა”, – ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას საქართველოს მთავრობის მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის თაობაზე.
“ოპოზიციაში ამ ინიციატივამ ციებ-ცხელება გამოიწვია და, როგორც სჩვევიათ, არგუმენტების ნაცვლად როყიო განცხადებებს ისვრიან, მაგრამ პროცესი დაძრულია. წინასწარ რთულია თქმა, როგორ იმუშავებს ეს პროექტი, მაგრამ თუ ქვეყანაში სიტუაცია დალაგდება, დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის რყევის ინსტრუმენტები წაერთმევათ, შანსები, რომ პროექტი წარმატებული იყოს, დიდია. ვფიქრობ, სამოქალაქო სექტორის ჯანსაღი ნაწილი მას მიესალმება, მეტიც – მათ შეუძლიათ, თავადაც ჩაებან ინიციატივის დახვეწა-სრულყოფაში.
ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების დაახლოებით 80% იმართება თავად ევროკავშირის ქვეყნების მიერ.
აშშ-ში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იღებს დაფინანსებას როგორც შტატების, ისე ფედერალური მთავრობების ბიუჯეტიდან”, – წერს ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.