კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება “სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელის განცხადებას, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ, საგრანტო პროგრამის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

“საგრანტო ფონდის შექმნა არის “ოცნების“ მიერ გადაგდებული სატყუარა”, – თ.ხიდაშელი.

ეუფ! წარმოიდგინეთ ეს ჩვენი NGO პირები – NDI, IRI, “სოროსი-ს”, ტაივანის თუ აშშ-ს ფონდებიდან გადაგდებული რამდენი სატყუარა ჩაყლაპულები არიან?! აფერუმ მათ მადას და მონელების უნარს! Yes!”, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ “X-ზე”.