„საქართველო სანქციებს რომ მიერთებოდა, დღეს ქვეყნის ეკონომიკა მინუსებში იქნებოდა და არც ერთი ინვესტიცია აქ არ განხორციელდებოდა“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„ერთადერთი ინვესტიცია, რაც იქნებოდა – იარაღს გამოაგზავნიდნენ და ჩვენი სამხედროები შეეწირებოდნენ უთანასწორო ომს, რაც დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამას ითხოვდა უკლებლივ ყველა.
ამ ყველაფერს გავუძელით და ჩვენს მოქალაქეებს საქმით დავანახეთ, რომ მშვიდობასა და პრინციპებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოჰყვა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.