“კეზერაშვილი რომ დამნაშავე, პროფესიონალი თაღლითი და აფერისტია, დადგენილია სასამართლოს მიერ, უფრო მეტიც – ეს ყველამ იცის ევროპაში, პენსიონერებით დაწყებული, კუბილიუს-კრამონ-ფოტიგებით დამთავრებული! მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ, ერთ დროს ქრისტიანული ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე ლობისტებისა და კეზერაშვილისნაირების დროა”, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე
ყოფილი თავდაცვის მინისტრის – დავით კეზერაშვილის შესახებ.
„უცხოური და ქართული საინფორმაციო საშუალებები მსოფლიოს ამცნობენ, – ძალიან დიდი ამბებია ატეხილი და კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი საკეზერაშვილოშიო; მტკიცებულებები მტკიცებულებებზე წაუყენეს ქართველმა და ევროპელმა სამართალდამცველებმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზეო. მათგან ერთი – კეზერაშვილის ბიძაშვილი კი სომეხმა სამართალდამცველებმა “გაბაწრეს” და გერმანიას გადასცეს ჩასაყუდებლადო.
ამ დროს, წმინდა წყლის კრიმინალი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და რომელსაც ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს 5 წელი, მარიონეტი ევრობიუროკრატიისა და მათი მფარველი მამების დახმარებითა და მეშვეობით, აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია, დაუბრკოლებლად გადაადგილდება როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ოკეანის გაღმა.
კეზერაშვილი რომ დამნაშავე, პროფესიონალი თაღლითი და აფერისტია, დადგენილია სასამართლოს მიერ, უფრო მეტიც – ეს ყველამ იცის ევროპაში, პენსიონერებით დაწყებული, კუბილიუს-კრამონ-ფოტიგებით დამთავრებული!
მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ, ერთ დროს ქრისტიანული ღირებულებების მქონე ევროპაში ახლა მექრთამე ლობისტებისა და კეზერაშვილისნაირების დროა.
თუმცა, როგორც ბოლო ხანებში ირკვევა, საკეზერაშვილოს ყელზე სამართლიანობის მარყუჟი უფრო და უფრო მეტად ვიწროვდება და ისეთი პირი უჩანს, მასში უეჭველად მოჰყვებიან საქართველოში არსებული მძარცველი კეზერაშვილისა და მისი “შაიკის” მიერ უხვად დაფინანსებული ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონის წარმომადგენელი
პარტიები, მედიები, არასამთავრობოები და თაღლითობით, კორუფციითა და აფერისტობით გამდიდრებული სხვა პოლიტსუბიექტებიც.
ამიტომაც, ძვირფასო საზოგადოებავ, ყურადღებით იყავი, ყურადღებით!
ვინაიდან ამ დღეებში დიდი ამბებია მოსალოდნელი საკეზერაშვილოში, დიდი!“ – წერს გვენეტაძე “ფეისბუკის” გვერდზე.