წალენჯიხის მცხოვრებმა დავით კაკაჩიამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი ოჯახი მამუკა ხაზარაძის მიერ მოტყუებული აღმოჩნდა.

„ჩემი ოჯახი მოტყუებული აღმოჩნდა იმიტომ, რომ თაღლითობა ჩაიდინეს. ჩემს ძმას ცალკე ნომერი ჰქონდა, დედაჩემს და მე – ცალკე ნომრები გვქონდა და ცალკე ვცხოვრობდით. მერე ჩემი ძმა ცუდად გახდა – შშმ პირია, წევს, თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. არ ვიცი, როგორ ქნეს, დამირეკეს და ხელი მომაწერინეს, ვითომ ერთად ვართ და, ორი სახლის ნაცვლად, მოტყუებით მოგვცეს ერთი“, – განაცხადა დავით კაკაჩიამ ჟურნალისტთან საუბრისას.

ცნობისთვის: „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორი წლის წინ წალენჯიხაში ყოფილი კოლმეურნეობის შენობა შეისყიდა და შენობაში ათწლეულების განმავლობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საცხოვრებლების ყიდვას დაჰპირდა.