“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატი გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კიკვიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას გოჩა ენუქიძემ ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. დელეგატმა უპასუხა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს და მათ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე, რეგიონის კოორდინატორი ქრისტინე კობახიძე, შტაბის უფროსი, მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე, “ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები.